Saturday, October 1, 2016

დანაშაული მოზარდებს შორის.

პროექტის სახელწოდება: დანაშაული და მისი პრევენცია მოზარდებში.
პროექტის მთავარი იდეა: რა არის დანაშაული და რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გავატაროთ, რათა მოზარდებს ავარიდოთ  დანაშაულის ჩადენა.
პროექტის აქტუალობა:  მოზარდები ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე უცოდველმა საქციელმაც კი შეიძლება  მიიყვანოს  მსჯავრდების  სკამზე.
პროექტის მიზანი:  კომუნიკაცია მოზარდებთან, მასალის რუსულ ენაზე გადათარგმნა და ამ თემასთან დაკავშირებით ლექსიკის და ტერმინების გაცნობა და შესწავლა.
მოსწავლეთა ასაკი:   14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას:  მოძიებული მასალით შეიქმნას რუსულ ენაზე ბუკლეტი, სურათები და ვიდეო რგოლი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სურათები, ვიდეო მასალა .
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. ეთიი ჯგუფი  აიღებს ინტერვიუს სხვადა სხვა პროფესიის რესპონდენტებისგან, რათა გაიგონ მათი აზრი მოზარდებში დანაშაულის შესახებ და რა ღონისძიებებს გაატარებდნენ, რათა აღკვეთონ დანაშაული.
მეორე ჯგუფი გაეცნობა იმ ღონისძიებებს, რომლებიც ტარდება სხვა ქვეყნებში და მოახდენენ შედარებას.
მესამე ჯგუფი დაამზადებს ბუკლეტს, იზრუნებს მის შინაარსზე  და ვიზუალურ მხარეზე.
ბოლოს ყველაფერს შეაჯამებენ და მოახდენენ პრეზენტაციას , რომელიც შეფასდება შეფასების რუბრიკის მიხედვით.
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ-ი; სამოქალაქო განათლება.
პროექტი ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მაია ბეგიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maiabegiashvili@gmail.com.

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://maiabegiahvili16.blogspot.com./

No comments:

Post a Comment